Saturday, August 17, 2013
Thursday, August 15, 2013
,,პოეზია მადლია, ნიჭია''(ტყიბულელი პოეტების პოეზია)
პროექტის მთავარი
იდეა (თემა) : ტყიბული მეშახტეთა ქალაქია. აქ უამრავი პოეტია, რომელთა
შემოქმედება მრავალფეროვანია. მოსწავლეები მოიძიებენ პოეტების
ბიოგრაფიებსა და შემოქმედებით ნიმუშებს;
პროექტის აქტუალობა
: პოეტთა შემოქმედებითი ნიმუშების გაცნობით მოსწავლეები სხვა კუთხით აღიქვამენ სამშობლოს,უნაზეს
სიყვარულს, უმშვენიერეს ბუნებას; განუმტკიცდებათ მომავლისადმი რწმენა; უკეთ შეიცნობენ
ლექსის რიტმსა და მუსიკალობას.
პროექტის მიზნები: მოეწყობა შეხვედრები პოეტებთან (პოეზიის
საღამო), აიღებენ ინტერვიუებს,, გამოაქვეყნებენ სკოლის გაზეთში, მოაწყობენ სტენდს.
მონაწილეთა ასაკი:
მე-10
კლასელები.
ვადები (ხანგრძლივობა): 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სტენდი, გაზეთი, ალბომი(პოეტთა სურათებითა და რამდენიმე შემოქმედებითი
ნიმუშით), ვიდეო-კლიპი (პოეზიის საღამო).
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური
რესურსი, ტრანსპორტი, ვიდეოკამერა,
ფოტოაპარატი, რვეული, კალამი, პრინტერი, ქსეროქსი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ორი კვირის განმავლობაში (ინდივიდუალურად,
წყვილებში, ტრიადებში ან ჯგუფურად) მოსწავლეებს
დაევალებათ შეხვედრები პოეტებთან, მათთან ინტერვიუების აღება. დარჩენილი ორი კვირის
მანძილძე მოამზადებენ ალბომებს, გამოუშვებენ გაზეთს ან ჟურნალს და მოემზადებიან პოეზიის
ან ლიტერატურული საღამოსათვის.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ხელოვნებასთან
(მუსიკალურად გააფორმებენ ღონისძიებას, მოამზადებენ ილუსტრაციებს).
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინა კლდიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
marinakldiashvili12@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
marinakldiashvili12blogspot.com
Wednesday, August 14, 2013
მარინა კლდიაშვილი
მე,მარინა კლდიაშვილი, დავიბადე 1960 წლის 12 აპრილს ქ. ტყიბულში . 1967-1977 წლებში ვაწავლობდი ქ. ტყიბულის #4 საშუალო სკოლაში. 1984-1989 წლებში სწავლა გავაგრძელე ქ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1984 წლიდან ვმუშაობდი პედაგოგად გურნის საშუალო სკოლაში, შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მეთოდისტად. 1991 წლიდან ვმუშაობ ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლა დ.
მყავს მეუღლე.
1984 წლიდან ვმუშაობდი პედაგოგად გურნის საშუალო სკოლაში, შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მეთოდისტად. 1991 წლიდან ვმუშაობ ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლა დ.
მყავს მეუღლე.
Subscribe to:
Posts (Atom)