პროექტის მთავარი
იდეა (თემა) : ტყიბული მეშახტეთა ქალაქია. აქ უამრავი პოეტია, რომელთა
შემოქმედება მრავალფეროვანია. მოსწავლეები მოიძიებენ პოეტების
ბიოგრაფიებსა და შემოქმედებით ნიმუშებს;
პროექტის აქტუალობა
: პოეტთა შემოქმედებითი ნიმუშების გაცნობით მოსწავლეები სხვა კუთხით აღიქვამენ სამშობლოს,უნაზეს
სიყვარულს, უმშვენიერეს ბუნებას; განუმტკიცდებათ მომავლისადმი რწმენა; უკეთ შეიცნობენ
ლექსის რიტმსა და მუსიკალობას.
პროექტის მიზნები: მოეწყობა შეხვედრები პოეტებთან (პოეზიის
საღამო), აიღებენ ინტერვიუებს,, გამოაქვეყნებენ სკოლის გაზეთში, მოაწყობენ სტენდს.
მონაწილეთა ასაკი:
მე-10
კლასელები.
ვადები (ხანგრძლივობა): 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სტენდი, გაზეთი, ალბომი(პოეტთა სურათებითა და რამდენიმე შემოქმედებითი
ნიმუშით), ვიდეო-კლიპი (პოეზიის საღამო).
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური
რესურსი, ტრანსპორტი, ვიდეოკამერა,
ფოტოაპარატი, რვეული, კალამი, პრინტერი, ქსეროქსი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ორი კვირის განმავლობაში (ინდივიდუალურად,
წყვილებში, ტრიადებში ან ჯგუფურად) მოსწავლეებს
დაევალებათ შეხვედრები პოეტებთან, მათთან ინტერვიუების აღება. დარჩენილი ორი კვირის
მანძილძე მოამზადებენ ალბომებს, გამოუშვებენ გაზეთს ან ჟურნალს და მოემზადებიან პოეზიის
ან ლიტერატურული საღამოსათვის.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ხელოვნებასთან
(მუსიკალურად გააფორმებენ ღონისძიებას, მოამზადებენ ილუსტრაციებს).
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინა კლდიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
marinakldiashvili12@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
marinakldiashvili12blogspot.com
No comments:
Post a Comment